მოხალისეები

  • ლერი გოგიტიძეFB_IMG_1601903951067_860.jpg

    ლერი გოგიტიძე, 17 წლის, მოხალისე

    მე მოხალისეობრივ საქმიანობას შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურში ვახორციელებ. ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო შეხვედრები დავგეგმე სხვადასხვა პროფესიის ტრენერებთან, რომლებიც ახალგაზრდებს აქტუალურ საკითხებზე ესაუბრებოდნენ და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ. უკვე ჩავატარეთ რამდენიმე ასეთი შეხვედრა, რომელშიც 15-მდე ადგილობრივი მოზარდი/ახალგაზრდა ჩაერთო, მათი ერთი ნაწილი შუახევის მუნიციპალიტეტიდან იყო, ნაწილი კი თბილისიდან, გორიდან და ზუგდიდიდან შემოგვიერთდა. მონაწილეებმა  მოისმინეს ტრენინგი: პროექტების მომზადებისა და ადმინისტრირების, ლიდერული უნარ-ჩვევებისა და მენეჯმენტის - საკითხებზე. უახლოეს მომავალში არაერთი ასეთი შეხვედრა დაიგეგმება ჩვენი თაობისთვის აქტუალურ თემებზე - არაფორმალური განათლების მიღების მიზნით.

    მოხალისეობა ჩემთვის სასიამოვნო საქმე და პროცესია, მიყვარს ადამიანებთან კონტაქტი, მათთვის ღირებული და საინტერესო პროექტების დაგეგმვა, ყოველთვის ვცდილობ, მსგავს აქტივობებში ჩავერთო და მიხარია, რომ ,,ჰელფინგ ჰენდმა’’ ამის შესაძლებლობა მომცა.