მოხალისეები

  • თამარ უმეკაშვილი7121F05F-837A-4667-8F67-40ADF2B63C56_173.jpeg

    თათია უმეკაშვილი, 17 წლის, მოხალისე

     ,,მოხალისეობრივ საქმიანობაში პირველად ამერიკაში ჩავერთე, სადაც ,,FLEX’’-ის პროგრამით ვსწავლობდი და სწავლის პარალელურად ვმოხალისეობდი ჩემივე სკოლაში, სკოლის ბიბლიოთეკასა და ახალგაზრდულ ბანაკში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ძალიან მინდოდა, მსგავსი საქმეები გამეგრძელებინა, ეს შესაძლებლობა კი ,,ჰელფინგ ჰენდში’’ მომეცა. აქტიურად ჩავერთე მათ პროექტში, სემინარების მეშვეობით მივიღე მნიშვნელოვანი ცოდნაც და დავიწყე სხვადასხვა საქმიანობა: ჩავატარე საინფორმაციო ონლაინ-შეხვედრები საზღვარგარეთ FLEX-ის პროგრამით სწავლასთან დაკავშირებით, ასევე საგანმანათლებლო შეხვედრები შშმ პირთან - მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის საკითხებზე და ონლაინ-გაკვეთილები მათემატიკაში. ამავდროულად, გორში მოხალისეობრივად ვეხმარებოდი წყალმომარაგების კომპანიას რომელიც კარდაკარის პრინციპით პანდემიის პერიოდში წამოქმნილი აღრიცხვების ცდომილებებს ასწორებდა ქალაქის მასშტაბით.

    ახლა XII კლასის მოსწავლე ვარ და მოხალისეობრივ საქმეებთან ერთად, ვემზადები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. მინდა სწავლა თსუს  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში გავაგრძელო. რა თქმა უნდა, სტუდენტობის პერიოდშიც ვგეგმავ დავრჩე აქტიურ მოხალისედ და საინტერესო პროექტები განვახორციელო.