მოხალისეები

  • თაკო ოსელიძე_301.jpg

    თამარ ნოსელიძე, მოხალისე, 17 წლის

    ,,ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში“ პროექტში პროექტის ფარგლებში მოხალისეების ჯგუფთან ერთად დავგეგმე ვებინარების სერია, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი კონსულტირება საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღების თემაზე.

    ამავდროულად, თავადაც ჩავერთე სხვა მოხალისეთა დაგეგმილ ღონისძიებებში, მაგალითად, პროექტის - ,,თანატოლები თანატოლებისთვის’’ ფარგლებში - ვატარებ ონლაინ-გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის ქართულში, ინგლისურსა და მათემატიკაში, ასევე, ვახორციელებ მოხალისეობრივ საქმიანობას შშმ პირთა მხარდაჭერის მიზნით.  

    ჩემთვის ეს მოხალისეობის პირველი გამოცდილებაა, ძალიან მომწონს, როგორც ღონისძიების დაგეგმვა და საორგანიზაციო საქმეების კეთება, ისე - გაკვეთილების ჩატარება და სხვებისთვის ჩემი ცოდნის გაზიარება. ამ პროექტმა უფრო მეტი სურვილი გამიჩინა იმის, რომ მომავალში აქტიურად გავაგრძელო ამ კუთხით საქმიანობა.