მოხალისეები

  • მარი ცომაია-min_433.jpg

    მარი ცომაია, 17 წლის, მოხალისე

    პროექტის ფარგლებში, მოხალისეობრივ აქტივობებს იმერეთში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში ვახორციელებ. ვატარებ ყოველკვირეულ და ინტენსიურ მეცადინეობებს ჩემთვის საყვარელ საგანში - მათემატიკაში და თანატოლებს ამ კუთხით ჩემს ცოდნას ვუზიარებ. მომავალში ვგეგმავ, რომ უნივერსიტეტში სამთო ინჟინერიის სპეციალობას დავეუფლო და აქტიურად გავაგრძელო მოხალისეობრივი საქმიანობაც.

    ეს ჩემი პირველი მოხალისეობრივი პროექტია, თუმცა, ამ პროექტის სხვადასხვა ეტაპში მონაწილეობამ: ტრენინგებმა, საერთაშორისო ვებინარებმა - დიდი მოტივაცია მომცა, რომ ამ კუთხით მუშაობა გავაგრძელო. მივხვდი, რომ მოხალისეობა ძალიან მსიამოვნებს და ამასთან, სასარგებლო საქმის კეთების საშუალებაც მეძლევა.