მოხალისეები

  • თინა თურმანიძე_349.jpg

    თინი თურმანიძე, მოხალისე, 17 წლის.

    ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა ძირითადად საგანმანათლებლო ხასიათისაა. თუმცა, აქტივობები განსხვავებულია. მაგალითად: ხატვით დაინტერესებულ მოსწავლეებს  ვუტარებ ინდივიდუალურ გაკვეთილებს, მოსწავლეთა ინტერესი ყოველდღიურად იზრდება და ხატვის შესწავლის სურვილს ბევრი ახალგაზრდა გამოთქვამს, გაკვეთილების ჩატარება დეკემბრის ბოლომდე მაქვს დაგეგმილი. სექტემბრის თვიდან ასევე ორგანიზებას გავუწევ სამხატვრო ბანაკს, რომელიც 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ძალიან მაინტერესებს გამოფენებსა და ღონისძიებებზე მოხალისეობაც. იქ, გარდა იმისა, რომ საორგანიზაციო საქმეებში ვერთვები, თავადაც საინტერესო გამოცდილებას ვიღებ. წლის ბოლომდე ძალიან საინტერესო გეგმები მაქვს და იმედია, ყველაფერი გამომივა.