მოხალისეები

  • მეგი დიასამიძე_495.jpg

    მეგი დიასამიძე, 17 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში. ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში განვახორციელე პროექტი სახელწოდებით: ,,გაამდიდრე ბიბლიოთეკა”, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები 17 წლამდე ადგილობრივი მოზარდები. მოვიარეთ ჩვენი სოფლის ყველა ოჯახი, სადაც მოხალისე ახალგაზრდებს გვაჩუქეს წიგნები, ეს იყო ერთგვარი, წიგნების შეგროვების აქცია. საბოლოოდ, მოსახლეობაში შეგროვდა საკმაოდ საინტერესო წიგნადი ფონდი, რომელიც საჩუქრად ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას გადავეცით.

    ასეთმა ღონისძიებამ ბავშვებს წიგნის კითხვის სტიმული მისცა. მოვაწყვეთ ამ წიგნების პრეზენტაცია და სასკოლო ოლიმპიადა, რამაც ყველა გაახალისა.

    მომავალში ისევ ვგეგმავ სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

    მიმაჩნია, რომ “ჰელფინგ ჰენდი” იმ ახალგაზრდებს აერთიანებს, რომელთაც სურთ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა. სწორედ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციებია მნიშვნელოვანი თითოეული ახალგაზრდისთვის,  რათა ვიგრძნოთ მხარდაჭერა და ჩვენი ახალგაზრდული რესურსი საზოგადოებისთვის სასარგებლო მოხალისეობრივ საქმეებს მოვახმაროთ.