მოხალისეები

  • ნიკოლოზ ბერძენიშვილი_579.jpeg

    ნიკოლოზ ბერძენიშვილი, 17 წლის, მოხალისე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში, ,,ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19 საპასუხოდ საქართველოში’’, თავიდანვე, ანუ 2020 წლის ივლისიდან ვარ ჩართული. თუმცა მოხალისეობის გამოცდილება მანამდეც მქონდა, კერძოდ: ვმონაწილეობდი პროექტში „საქართველოს მოხალისე“ და ვერთვებოდი სხვადასხვა აქტივობაში. ასევე, ვყოფილვარ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ გარბენის მონაწილეც, ამ გარბენის მიზანი ძუძის კიბოთი დაავადებული ქალების მხარდაჭერა იყო, იმედისმომცემია ის, რომ ეს ვერაგი დაავადება დამარცხებადია.

    რაც შეეხება ვირუსის გამოწვევების საწინააღმდეგოდ მიმართულ მოხალისეობრივ  პროექტს, აქ ცოტა განსხვავებული სპეფიციკაა და, ძირითადად, დისტანციურად ვმოხალისეობ, ცდილობ, რომ სხვა ადამიანებს დავეხმარო. ასევე, ვმონაწილეობ პროექტში, რომლის მიზანიც მარტოხელა და მიუსაფარი ქალების დახმარებაა. პროექტის ფარგლებში, როგორც მოხალისე ინტერვიუერი, ვხვდები ბენეფიციარ ქალებს და ოჯახებს, მათი საჭიროებების კვლევის მიზნით, თითოეული ასეთი შეხვედრა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ერთხელ შევხვდი ჩემზე უმცროს  უკვე მარტოხელა დედას  და ძალიან დამაფიქრა ამ ფაქტმა.

    ასევე, ვეხმარები მიუსაფარ ბავშვებს და წინასწარ, ტრენერის მიერ დაგეგმილ სავარჯიშოებს, ერთობლივად ვასრულებთ, მაგალითად: ერთად ვხატავთ, ვთამაშობთ სამაგიდო თამაშებს და ა.შ. მოხალისეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, ძალიან საინტერესო საქმეა.