მოხალისეები

  • ლიკა გოგოლაძე_267.jpg

    ლიკა გოგალაძე, 17 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზანაში. ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში ვცდილობ, აქტიურად ჩავერთო სხვადასხვა აქტივობაში, თავადაც განვვითარდე და სხვებსაც დავეხმარო განვითარებაში. ვესწრები სხვადასხვა ტრენინგს, ვიღებ არაფორმალურ განათლებას. როგორც მოხალისემ, მინდა, რომ მეც განვახორციელო ისეთი აქტივობები, რომლებიც ბავშვებს დამატებითი ცოდნის მიღებაში დაეხმარება.

    ჩავატარე ტრენინგები პანდემიისა და ვირუსის გავრცელების შესახებ, ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი მოქალაქეებმა და როგორია ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ამ ვითარებაში.

    ასევე, ვატარებ ინტენსიურ გაკვეთილებს ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. დისტანციური სწავლების დროს ბევრ მოსწავლეს ჰქონდა ე. წ. ,,პროგრამული ჩავარდნები’’. მე შევეცადე სწორედ ამ კუთხით დავხმარებოდი მათ და ამეხსნა მათთვის გაურკვეველი საკითხები აღნიშნული საგნების პროგრამებიდან. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მოხალისეობას, ძირითადად, უფრო საგანმანათლებლო კუთხით. ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში ვგეგმავ, რომ მოხალისეობის იდეის პოპულარიზების მიზნით, ჩემივე თემში ჩავატარო ღონისძიებები.