მოხალისეები

  • ნუცა ჯოხაძე_n_441.jpg

    ნუცა ჯოხაძე, 17 წლის, მოხალისე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში ჩემი მოხალისეობრივი აქტივობები საგანმანათლებლო კუთხით დავგეგმე. მაგალითად, ჩავატარე ტრენინგები ბავშვებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ამ წესის ყოველდღიურ ნორმად ქცევა, როგორ და რა გზებით არის ეს ყველაფერი შესაძლებელი. თუმცა მხოლოდ ამ თემაზე თეორიული საუბრებით არ შემოვიფარგლეთ, მოვაწყვეთ სახალისო შეჯიბრებები და თამაშები, მაგალითად, ვთხოვე საკუთარი განწყობები ჩანახატების (ე. წ. ,,სმაილების’’) მეშვეობით ეჩვენებინათ, ვითამაშეთ ბუშტებითა და ფერადი ფანქრებით. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, პანდემიით გამოწვეული სტრესიც შევამცირეთ და ახალი ინფორმაციაც გავუზიარე მათ.

    კიდევ ერთი აქტივობა, რაც ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში დავგეგმე არის ონლაინ-სწავლება, ჩავატარე გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საკმაოდ ინტენსიურ/ყოველდღიურ რეჟიმში. მყავდა ოთხი მოსწავლე, რომლებსაც საკუთარ ცოდნას ვუზიარებდი. მომავალში მინდა, რომ ისევ საგანმანათლებლო კუთხით განვახორციელო პროექტები.