მოხალისეები

  • ანა ბარამაშვილი_127 (1)_808.jpg

    ანა ბარამაშვილი, მოხალისე, 17 წლის

    მე ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე და მიმდინარე პროექტში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობას ვგეგმავ, მათი ნაწილის განხორციელება უკვე დაწყებულიც მაქვს ჩემს მეგობრებთან და გუნდთან ერთად.

    მაგალითად, აგვისტოს თვეში განხორციელდა საქველმოქმედო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ჯგუფი ქალაქ თბილისში, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს საკვები პროდუქტებით დაეხმარა. პანდემიურმა და პოსტ-პანდემიურმა გარემომ ქუჩაში მარტოდ დარჩენილ მოხუცებს კიდევ უფრო მეტი პრობლემა გაუჩინა: ისინი აღმოჩნდნენ სრულიად უსახსროდ, დახმარების გარეშე.. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეძლებისდაგვარად, მათი საკვებით უზრუნველყოფა. ძალიან ემოციური და რთული იყო მათი თვალების დანახვა და ყველაზე საშინელი გრძნობა კი ის, რომ ვერ გავეცით ამაზე მეტი. თუმცა, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ იგრძნეს ჩვენი სითბო და უდიდესი კეთილგანწყობილება.

    ამას გარდა, სექტემბრის თვიდან ქალაქ თბილისის უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლაში ვგეგმავ საგანმანათლებლო ტრენინგებისა და აქტივობების ჩატარებას; ასევე დაგეგმილი მაქვს ფართო მასშტაბიანი გასვლითი ღონისძიებები სხვადასხვა ჯგუფისთვის - ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით. სადაც მონაწილეები ჩაერთვებიან შემეცნებით თამაშებში, შეძლებენ მედიტაციას, მათთვის მოეწყობა ფილმების ჩვენებები და ა.შ.