მოხალისეები

  • პაპიაშვილი_519_722.jpg

    თამარ პაპიაშვილი, მოხალისე, 17 წლის

    მე ვარ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოხალისეთა ჯგუფის წევრი. სწორედ ამ ჯგუფთან ერთად ვუწევ ორგანიზებას რამდენიმე საინტერესო აქტივობას მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის ტერიტორიაზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიებები ტარდება ჩემს მშობლიურ სოფელში, სადაც ათობით ბავშვი და ახალგაზრდა ცხოვრობს, მიხარია, რომ სოფლის მოსახლეობა ხალისით და აქტიურად ერთვება ჩვენ მიერ დაგეგმილ პროექტებში და თავადაც გვეხმარებიან მათ ორგანიზებაში. უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს დავგეგმავთ მათივე ჩართულობით. უკვე ჩავატარეთ შემდეგი ღონისძიებები:

    - სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით შედგა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები მოსწავლეებთან და სოფლის მოსახლეობასთან;
    - გაიმართა პანელური დისკუსია ღია ცის ქვეშ - მოხალისეობის მნიშვნელობის, მიზნებისა და შედეგების შესახებ;
    შედგა ონლაინ-შეხვედრა სასკოლო სამოქალაქო კლუბ „ბურის’’ წევრებთან, სკოლის მოსწავლეებთან, რომლებთანაც, მოხალისეებმა: ქეთევან მუსელიანმა, მარიამ გოგოლაშვილმა, თამარ პაპიაშვილმა, თათია გვილავამ - ისაუბრეს COVID-19 პანდემიის პირობებში თავდაცვის (ჰიგიენის დაცვის) მექანიზმებზე;
    - ფუნქციონირება დაიწყო ონლაინ-სკოლამ, რომლის ფარგლებშიც, კვირაში ორჯერ ტარდება გაკვეთილები სასკოლო, ძირითადად, ტექნიკურ საგნებში ადგილობრივი მოსწავლეების ჩართულობით;
    - შედგა საინფორმაციო ონლაინ-შეხვედრა ამავე სოფლის წარმატებულ ახალგაზრდასთან, კლუბ „ბურის“ დამაარსებელთან და კლუბის გვერდის შემქმნელთან, 112 - ის წარმატებულ თანამშრომელთან - პაატა - გურგენიშვილთან, რომელმაც ახალგაზრდებს თავისი გამოცდილება და გეგმები გაუზიარა;

    ყველა ეს აქტივობა ჩატარდა სოფლის სხვადასხვა უბანში, მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ზრდასრულებმა, ასევე - მოსწავლე-ახალგაზრდებმა.