მოხალისეები

  • ნინო ბარამიძე_932.jpeg

    ნინო ბარამიძე, 16 წლის, მოხალისე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში მე და ჩემი მეგობარი, მეგი ჩხეტიანი ერთად  დავრეგისტრირდით. ჩვენ წალკაში ვცხოვრობთ და მოხალისეობრივ ღონისძიებებსაც, ძირითადად, ერთად ვახორციელებთ. სანამ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე გავხდებოდი, ასევე ვიყავი ჩართული ,,წითელი ჯვარის’’ საქმიანობაში და მათ მოხალისეობრივად ვეხმარებოდი სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში. ასევე ჩართული ვიყავი საქველმოქმედო აქციებში წალკაში მცხოვრები ხანდაზმულების დასახმარებლად.

    ჩვენ შევქმენით მოხალისეთა კლუბიც, ამ კლუბში ჩვენი მეგობრები და ის მოზარდები არიან გაერთიანებულნი, ვისაც მოხალისეობა აინტერესებს. ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ ღონისძიება: ,,თოჯინები იცინიან’’, შევაგროვეთ ტანსაცმელები და სათამაშოები ადგილობრივი მრავალშვილიანი ოჯახისთვის. ბავშვები საოცრად ბედნიერები და გახარებულები იყვნენ, მათ ძალიან მოეწონათ ჩვენი მიტანილი საჩუქრები. ასეთი საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც ვგეგმავთ.