მოხალისეები

  • ქეთა გამტკიცულაშვილი_580.jpeg

    ქეთევან გამტკიცულაშვილი, 16 წლის, მოხალისე

    ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა რამდენიმე საინტერესო პროექტს უკავშირდება, რომლებშიც შევეცადე, აქტიურად მიმეღო მონაწილეობა. ეს პროექტებია:

    “თანატოლი თანატოლისთვის” - აღნიშნული პროექტი ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეების მიერაა ორგანიზებული, ჩვენ ვეხმარებით სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს საკლასო კურსის სრულყოფილად დაფარვა პანდემიის გამო. მე პირადად მათ ვასწავლი მათემატიკას, ხოლო სხვა საგნებში დახმარებას სხვა მოხალისეებისგან იღებენ.

    “სამიტი პანდემიის დროს გამოწვეული პრობლემებთან დაკავშირებით” - ამ ღონისძიებაზე მოხალისეებს გვქონდა მენტორის ფუნქცია და მიგვყავდა დისკუსია განათლების თემასთან დაკავშირებით. განვიხილეთ პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემები განათლების სფეროში, ახალი რეგულაციები და დღის ბოლოს ჩამოვწერეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

    “გოგონები გოგონებისთვის” - ეს კიდევ ერთი პროექტია, რომელშიც სიამოვნებით ჩავერთე. ყოველ კვირას, პანდემიის შედეგად დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით, მოხალისეები ვიკრიბებით ამერიკული აკადემიის შენობაში და წარვმართავთ დისკუსიას ქალთა უფლებების შესახებ. პროექტის მიზანია ამ კუთხით თვითშეფასების ამაღლება, უფრო მეტი ინფორმაციის მიღება და გაზიარება.

    “დებატების ტურნირი” – ეს პროექტი ამ ეტაპზე იგეგმება, ვაპირებთ ონლაინ-დებატების მოწყობას პანდემიასთან დაკავშირებით. უშუალოდ ტურნირამდე ჩატარდება ტრენინგი იმისთვის, რომ მონაწილეებმა შეისწავლონ დებატების ხელოვნება და სტილი/წესები.