მოხალისეები

  • მარიამ კოპლატაძე_277.jpeg

    მარიამ კოპლატაძე, 16 წლის, მოხალისე

    მიხარია, რომ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის მონაწილე ვარ და ათობით მოხალისესთან ერთად მეც ვგეგმავ ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას. ამ პროექტის შესახებ დედისგან გავიგე, მანვე მირჩია, შემევსო აპლიკაცია, რადგან კარგად იცის ჩემი ინტერესების შესახებ.

    პროექტის პირველ ეტაპზე ჩვენ დავესწარით ტრენინგებს, სადაც მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა მივიღეთ, სხვა მოხალისეებიც გავიცანი.

    ახლა უკვე თავად ვგეგმავთ ღონისძიებებს, მე ვაპირებ, რომ მიუსაფარ ბავშვებს დავეხმარო და მათთვის ინგლისური ენის ონლაინ-გაკვეთილები ჩავატარო. ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნება მათთვის და საინტერესო გამოცდილებად იქცევა ჩემთვის,

    მოხალისეობრივ პროექტში პირველად ვმონაწილეობ, თუმცა ის ვიცი, რომ ამ საქმეს მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ, რადგან ძალიან მიყვარს სხვების დახმარება. მომავალში მინდა სწავლა უნივერსიტეტში, ანგლისტიკის მიმართულებით გავაგრძელო, ასევე ვიმოგზაურო და გარკვეული პერიოდი ვიცხოვრო აფრიკაში. ვფიქრობ, მოხალისეობა ჩემი გეგმების შესრულებაშიც დამეხმარება, რადგან მოხალისეობა ხელს გვიწყობს პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებაში.