მოხალისეები

  • სამაია გუსეინოვა_443 (1)_897.jpg

    სამაია გუსეინოვა - 16 წლის, მოხალისე

    მე აქტივობებს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტში ვახორციელებ. პირველ ეტაპზე დავგეგმე პროექტი ,,ახალგაზრდული იდეა’’, რომელიც ითვალისწინებდა საინფორმაციო შეხვედრებს ახალგაზრდებთან ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: მოხალისეობა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და ა.შ.

    ამავდროულად, ჩართული ვარ სხვა მოხალისეობრივ პროექტებში, მათ შორის ესეების კონკურსის ორგანიზებაშიც, უახლოეს მომავალში კი მოხალისეებთან ერთად ვგეგმავ დასუფთავების აქციის მოწყობას მარნეულში.

    მე, ისევე როგორც სხვა მოხალისეებმა, ჯერ ტრენინგები გავიარე და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე - აქტიური მოქალაქეობის, ლიდერობის, მოხალისეობის შესახებ. ტრენინგებზე საათები ისე გადიოდა, ვერ ვიგებდით, იმდენად საინტერესო იყო თითოეული საკითხი.

    უახლოეს მომავალში ვემზადები უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. როგორც კი ამ მიზანს მივაღწევ და სტუდენტი გავხდები, კიდევ უფრო აქტიურად დავიწყებ მოხალისეობრივ საქმიანობას და იმედი მაქვს, ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ ჩემს რეგიონში.