მოხალისეები

  • მარიამ გოგინაშვილი_87.jpg

    მარიამ გოგინაშვილი, მოხალისე, 16 წლის

    ,,ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში“ პროექტში მონაწილეობამდე მქონდა არაფორმალური მოხალისეობის მცირე გამოცდილება. ახლა უკვე თავად ვარ ორგანიზატორი კიდევ ერთ მოხალისესთან მარიამ ბეშიძესთან ერთად და ვახორციელებთ პროექტს: ,,თანატოლი თანატოლისთვის’’. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის ვატარებთ ონლაინ-გაკვეთილებს  სხვადასხვა სასკოლო საგანში,  პროექტში ასევე ჩართულები არიან სხვა მოხალისეებიც. პირველ ეტაპზე ონლაინ-გაკვეთილები მხოლოდ რაჭის და კახეთის რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვის იგეგმებოდა, თუმცა დაინტერესება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად ყველა რეგიონიდან გვყავს მოსწავლეები, რაც ძალიან გვახარებს.

    მე საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასთან ერთად, თავადაც ვატარებ გაკვეთილებს მათემატიკასა და ქართულში, ამავდროულად, მეც ვესწრები რუსული ენის ონლაინ-გაკვეთილს. ასე მგონია, პროექტი ამართლებს თავის სახელს, თანატოლები თანატოლებს ვეხმარებით და ერთმანეთს საკუთარ ცოდნას ვუზიარებთ.