ვცხოვრობ და ვსწავლობ ქალაქ სენაკში. ჩემს თავისუფალ დროს აქტიურ მოხალისეობას ვუთმობ. როგორც მოხალისემ, მშობლიურ ქალაქში უკვე დავგეგმე სხვადასხვა ღონისძიება:
ჩავატარე გაკვეთილები ინგლისურ ენაში, ჩემივე თანატოლებისთვის, მათთვის, ვისაც პანდემიის პირობებში, ამ საგანში დამატებითი მეცადინეობა სჭირდებოდა.
მინდა, რომ საგანმანათლებლო აქტივობები მომავალშიც გავაგრძელო და გაკვეთილები სხვა საგნებშიც, მათ შორის: მათემატიკაში, ასევე გერმანულ და ქართულ ენებშიც ჩავატარო.
ვგეგმავ ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა თემაზე, ასევე პოეზიის საღამოს ორგანიზებას, გარემოსდაცვით ღონისძიებებს და სხვა. ჩემს აქტივობებში დაახლოებით 13-16 წლის თხუთმეტამდე ადგილობრივი მოსწავლე ჩაერთვება.
მიხარია, რომ მოხალისეობისა და ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალგაზრდულ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მომეცა. დღეს მეც მათი დიდი, მოხალისეობრივი ოჯახის წევრი ვარ და მჯერა რომ ერთად ბევრი საინტერესო საქმის გაკეთებას შევძლებთ.