მოხალისეები

  • ჯაიანი ქრისტინა_900.jpg

    ქრისტინა ჯაიანი, 16 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში ვსწავლობ კეხიჯვარის საჯარო სკოლაში. ძალიან მიყვარს, როცა რამე კარგ, სხვისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებ, ესაა ჩემი მთავარი მოტივაციაც, სწორედ ამიტომ გავხდი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე და ჩავერთე მათ ორგანიზებულ ახალგაზრდულ პროექტში.

    როგორც მოხალისემ დავგეგმე საქველმოქმედო ღონისძიება, შევაგროვე რესურსები და დავეხმარე დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეს. ვფიქრობ, ასეთი ინიციატივების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, პანდემიურ ვითარებაში, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს.

    მომავალში მინდა, რომ გავაგრძელო მოხალისეობრივი აქტივობები, განსაკუთრებით, გარემოს დაცვის კუთხით, ჩავატარო სხვადასხვა ღონისძიება ამ თემაზე და ჩემ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ჩავრთო სხვა მოხალისეებიც.