მოხალისეები

  • მარიამ მაჩხოშვილი_353.jpg

    მარიამ მაჩხოშვილი, 16 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში და დისტანციურად ვარ ჩართული ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალგაზრდულ პროექტში, ვარ ამავე ორგანიზაციის მოხალისე.

    მყავს მეგობრები და თანაგუნდელები, რომლებთან ერთადაც ვგეგმავ მოხალისეობრივ აქტივობებს. ყოველი კვირის დასაწყისში ჩვენ ერთად შევიმუშავებთ კვირის გეგმას, შემდეგ კი, მთელი კვირის მანძილზე ვახორციელებთ რამდენიმე აქტივობას.

    ჩვენი აქტივობების დიდი ნაწილი უკავშირდება გარემოსდაცვით საქმიანობას. თუმცა, ასევე ხშირად ვატარებთ ტრენინგებსა და პრეზენტაციებს მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე. 

    ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ერთობლივად გავაკეთეთ იყო: ქიმია-ფიზიკა-ბიოლოგიის კაბინეტის მოწყობა. პროექტში სრულად ჩაერთო ჩვენი სკოლა და საოცრად ლამაზი კაბინეტიც გამოგვივდა, მით უმეტეს, იმ მწირი მასალების გათვალისწინებით, რაც გვქონდა ამ ყველაფრისთვის.

    ძალიან მიხარია, რომ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეობრივ პროექტში ჩავერთე: ერთი მხრივ, საშუალება მეძლევა ჩემი აქტივობები სხვებს გავუზიარო, მეორე მხრივ კი, სხვების გამოცდილება მეც გავიზიარო და სხვადასხვა მიმართულებით განვვითარდე.