მოხალისეები

  • სოფო ვარდოსანიძე (2)_784.jpg

    სოფო ვარდოსანიძე, 16 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში. ვარ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე.

    მოხალისეობრივ საქმიანობაში პირველად ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში ჩავერთე. მოხალისეობა ძალიან მომწონს, რადგან საშუალება მეძლევა სასარგებლო პროექტები თავად დავგეგმო და განვახორციელო. მივიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება. 

    როგორც აღნიშნული ორგანიზაციის მოხალისემ, რამდენიმე აქტივობა უკვე ჩავატარე. ჩემი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჩემს მეგობრებთან და თანატოლებთან ერთად, მოვაწყვე საქველმოქმედო აქცია უპატრონო ძაღლების დასახმარებლად. შევაგროვეთ რესურსები და ცხოველებს შევუძინეთ საკვები და საჭირო წამლები. მანამდე გავიარე კონსულტაცია ვეტექიმთან, რომელმაც მომცა პროფესიონალური რჩევები, თუ რომელი წამლები შემეძინა და რით დავხმარებოდი ქუჩის ძაღლებს.

    ასევე, თანატოლების ჩართულობით, ჩემივე სოფლის მასშტაბით ორგანიზება გავუწიე დასუფთავების აქციას. გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ამ საქმეში კი მოხალისეთა მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. დავასუფთავეთ ქუჩები და ხეები, რომლებიც პოლიეთილენის პარკებისა და სხვა გამოყენებული საყოფაცხოვრებო ნივთებით იყო დაბინძურებული, ასევე კირით შევღებეთ ხის ძირები, რომ მომავალში დაზიანებისგან და პარაზიტებისგან იყოს დაცული.