მოხალისეები

  • ნიკი ალექსანდრა სირგი_453.jpg

    ნიკი ალექსანდრა სირგი, 16 წლის, მოხალისე

    ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე და ჩართული ვარ ახალგაზრდულ მოხალისეობრივ პროექტში, რომელიც ვირუსის გამოწვევების საპასუხოდაა მიმართული. ეს ჩემთვის პირველი მოხალისეობრივი გამოცდილებაა. ჩემი მოტივაციაა, დავეხმარო იმ მოსწავლეებს, რომლებსაც პანდემიის დროს შეეზღუდათ წვდომა სრულფასოვან განათლებაზე.

    ჩართული ვიყავი მოხალისეობრივ პროექტში, რომლის მიზანიც თანატოლების მიერ ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება იყო. ინტენსიურად ვატარებდი გაკვეთილებს ინგლისურ და რუსულ ენებში. ვცდილობდი, რომ მესწავლებინა არასტანდარტული მეთოდებით, მაგალითად:  აქტიური კომუნიკაციის, მხატვრული ლიტერატურის, ფილმების მეშვეობით. ეს მეთოდები გაცილებით უფრო აადვილებს უცხო ენის შესწავლას და, ამავდროულად, მოსწავლე სიამოვნებით მონაწილეობს საგანმანათლებლო აქტივობებში.

    ჩემი მოსწავლეები გაკვეთილებში ერთვებოდნენ როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან. მათი ასაკობრივი კატეგორია განსხვავებული იყო.

    მომავალში აუცილებლად ვგეგმავ მოხალისეობრივი საქმიანობის გაგრძელებას. ამასთანავე, მინდა, რომ საფრანგეთში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გავაგრძელო სწავლა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ახლა ამ მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრს ვშრომობ და ვმეცადინეობ.