მოხალისეები

  • ნინო ხარაბაძე_159.jpg

    ნინო ხარაბაძე, 16 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში, ვარ XI კლასის მოსწავლე. ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდიდან მივიღე და მიხარია, რომ ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. ჩემთვის ეს პირველი მოხალისეობრივი პროექტია. თუმცა, ზოგადად, მოხალისეობა, საზოგადოებისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმიანობა, ორმხრივი განვითარება - რაც ამ ყველაფერს მოჰყვება შედეგად - ყოველთვის მაინტერესებდა. 

    ვგეგმავ პროექტს პირობითი სახელწოდებით: ,,გაძლიერებული გაკვეთილები’’, რომლის მიზანიც იქნება 10-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეების დახმარება და პანდემიის პერიოდში მათთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება ქართულში, ინგლისურსა და მათემატიკაში. გაკვეთილებს თავადაც ჩავატარებ, თუმცა პროექტში ასევე ჩაერთვებიან მოხალისე მასწავლებლებიც.

    მომავალში ასევე სურვილი მაქვს, რომ მოვაწყო შეჯიბრი სკოლებს შორის, ცხადია, ონლაინ-რეჟიმში. ეს იქნება ინტელექტუალური და საგანმანათლებლო ღონისძიება, სადაც კითხვები ზოგადი განათლების სფეროს მოიცავს. ძალიან მინდა, რომ  ამ რთულ ვითარებაში შევძლო ისეთი ღონისძიებების დაგეგმვა, რომელიც სხვა ადამიანებს მოუტანს სარგებელს.