მოხალისეები

  • ნინი მაისურაძე_752.jpg

    ნინი მაისურაძე, 16 წლის, მოხალისე

    ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე გავმხდარიყავი და მეც მიმეღო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პროექტში მონაწილეობა. მიყვარს მოხალისეობრივი აქტივობები და ვცდილობ, ყოველთვის ჩავერთო ხოლმე მსგავს ღონისძიებებში.

    დიდი სურვილი მაქვს ისეთი პროექტები განვახორციელო, სადაც შევძლებ ვიმუშაო შშმ პირების პრობლემებზე, ბავშვთა განათლებისა თუ სხვა აქტუალურ საკითხებზე. 

    როგორც მოხალისე ჩავერთე პროექტში: ,,კოვიდი თანასწორობისთვის’’. მათივე გვერდზე სხვადასხვა სტატიებს ვწერ შშმ პირთა საკითხებზე და ვესწრები ტრენინგებს, სადაც მონაწილეებს ვეხმარები ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში.

    ამავდროულად, ჩართული ვარ  პროექტში ,,თოჯინები იცინიან’’, სადაც ვაგროვებთ ტანსაცმელს და სათამაშოებს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.  ასევე, თელავში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ერთ-ერთ მასწავლებელს ვეხმარები ტექნიკურად, მას უჭირს სასწავლო პროცესში ტექნიკისა და სხვადასხვა პლატფორმის გამოყენება. შეძლებისდაგვარად ვეხმარები სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც, ტანსაცმლით და საკვები პროდუქტით.

    ასევე დავიწყე მუშაობა პროექტზე, რომლის ფარგლებშიც მინდა, რომ საზოგადოებას ჩემს ქალაქში მცხოვრები შშმ პირები და მათი წარმატების ისტორიები გავაცნო.  მომავალში სურვილი მაქვს, საინფორმაციო კამპანია დავიწყო ახალგაზრდებში სამართლის სფეროს შესწავლისა და პოპულარიზაციის მიზნით.  მოკლედ, გეგმები ბევრია, იმედია, მათ განხორციელებას წარმატებით შევძლებ.