მოხალისეები

  • გიორგი კვარაცხელია_n_34 (1)_642.jpg

    გიორგი კვარაცხელია, 16 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ თბილისში და ვსწავლობ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში. სწავლასთან ერთად, თავისუფალ დროს ვგეგმავ ან ვერთვები სხვადასხვა ღონისძიებაში. მაგალითად, მონაწილეობა მივიღე გარემოსდაცვით აქტივობებში, სხვადასხვა ტერიტორიაზე დავრგეთ ხეები და სხვა მცენარეები, ასევე დავასუფთავეთ გარემო. როგორც მოხალისე, ვმონაწილეობდი ასევე გარემოსდაცვით პროექტში ,,დაახარისხე’’. მოხალისეობის მხრივ ეს არის ჩემი მცირე გამოცდილება.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში საგანმანათლებლო კუთხით ვარ ჩართული და როგორც მოხალისე, ვამზადებ მოსწავლეებს ჩემთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ საგანში - მათემატიკაში. მინდა, რომ მოსწავლეების რიცხვი კიდევ უფრო გავზარდო. ასევე ვგეგმავ, რომ ჩემივე სკოლაში დავდგა წიგნის ყუთი და წამოვიწყო კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი, სურვილი მაქვს, რომ ერთ გუნდად შევკრიბო სხვა მოხალისეები ან ჩემი მეგობრები და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სხვადასხვა სახით დავეხმაროთ.