მოხალისეები

  • სოფო დოლიძე-min_728.jpg

    სოფი დოლიძე, მოხალისე, 16 წლის

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ გარდა, ვარ წითელი ჯვრის მოხალისეც. აქტიურად ვერთვები სხვადასხვა ღონისძიებაში და აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაშტაში თავადაც ვგეგმავ აქტივობებს, ასე მაგალითად:

    ჩავიწერე სოფლის ხანდაზმულების ზეპირი ისტორიები, ერთგვარი დღიურები, სადაც რესპონდენტებმა პანდემიის პერიოდში განცდილი მათი ემოციები და გამოცდილება გამიზიარეს;

    უახლოეს მომავალში, ჩემივე სოფლის მასშტაბით ვგეგმავ სპორტული შეჯიბრებების მოწყობას;

    ასევე, მოვაწყობ სხვადასხვა საგანმანათლებლო შეხვედრას ღია ცის ქვეშ, სოფლის მოსახლეობის ჩართულობით.

    „ჰელფინგ ჰენდის“ პროექტი ძალიან დამეხმარა იმაში, რომ კიდევ უფრო უკეთ შევძლო და განვახორციელო ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა, პროექტის ფარგლებში გავიარეთ ინტენსიური ტრენინგები, რაც დამეხმარა ლიდერული უნარების ჩამოყალიბებაში, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებაში. მომავალში, რა თქმა უნდა, ვგეგმავ, რომ აქტიურად გავაგრძელო მოხალისეობრივი საქმიანობა და ამ კუთხით ჩავერთო პროექტებში.