მოხალისეები

  • მიქაელ ხარაძე_791.jpg

    მიქაელ ხარაძე, 16 წლის, მოხალისე

    მე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე ვარ და ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობები ძირითადად საგანმანათლებლო ხასიათისაა. ვსწავლობ კომაროვის სკოლაში, კარგად მაქვს ათვისებული სასკოლო პროგრამა ფიზიკასა და მათემატიკაში. პანდემიის დაწყების შემდეგ მე, ისევე, როგორც ბევრი სხვა მოსწავლე, დავდექი გარკვეული სირთულეების წინაშე. ამიტომ გამიჩნდა ემპათია სხვა მოსწავლეების მიმართაც და გადავწყვიტე, რომ მათ დავხმარებოდი სასწავლო პროგრამის დაძლევაში.

    პროექტის ფარგლებში, ჩემთვის საყვარელ და კარგად ნაცნობ საგანში - მათემატიკაში, ვამეცადინებ სკოლის მოსწავლეებს, იმ ბავშვებს, რომელთაც არ აქვთ საშუალება მიიღონ სრულყოფილი განათლება, რომლებიც პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო განსაკუთრებით დაზარალდნენ.  ვიცი, როგორ ავუხსნა მათ სხვადასხვა საკითხი, როგორ შევასწავლო შესაბამისი თემები. მიხარია, რომ თავადაც აქტიურად მონაწილეობენ საგაკვეთილო პროცესში და კარგად ითვისებენ შესაბამის საკითხებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი გამოდგა.