მოხალისეები

  • მარიამ გიორგობიანი_382.jpg

    მარიამ გიორგობიანი, 16 წლის, მოხალისე

    მე ვარ XI კლასის მოსწავლე, ჩემი ძირითადი საქმე, რა თქმა უნდა, სწავლა და განათლების მიღებაა, თუმცა, ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მაქვს, როცა სამეცადინოს დავასრულებ, ვცდილობ, რომ ეს დრო გამოვიყენო საფუძვლიანად და სასარგებლოდ. ესაა ჩემი მთავარი მოტივაციაც მოხალისეობრივ საქმიანობაში. სწორედ ამიტომ ჩავერთე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტშიც და გავხდი მოხალისე: მინდა, ჩემი დრო, ჩემი ცოდნა და მონდომება სასარგებლო და საინტერესო საქმეების კეთებას მოვახმარო.

    პროექტის ფარგლებში ვახორციელებ საგანმანათლებლო აქტივობებს: ჩავატარე ონლაინ-გაკვეთილები ბათუმში მცხოვრებ მოსწავლეებთან, გაკვეთილებს ვატარებ ბიოლოგიასა და ქართულში. ვცდილობ, სხვებს გავუზიარო ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა რაც მაქვს. მიხარია, რომ თავადაც მთელი მონდომებით მუშაობენ და ხალისით ერთვებიან ამ პროცესში. მომავალში ვგეგმავ, რომ ასეთივე ფორმატში გაკვეთილები ჩავატარო ინგლისურ ენაში, უკვე არიან დაინტერესებული მოსწავლეები, რაც მახარებს და დიდ სტიმულს მაძლევს.

    ასევე ვგეგმავ, რომ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმარო მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრებს. მინდა, ეს ღონისძიება კარგად დავგეგმო და რაც შეიძლება მეტი სასარგებლო საქმე გავაკეთო მათთვის. ამ პროექტის ორგანიზებაში ჩემი მეგობრებიც დამეხმარებიან, ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება, ამ ყველაფერს, მათთან ერთად პერიოდულად განვახორციელებთ.