მოხალისეები

  • ეკატერინე ჯერენაშვილი_461.jpg

    ეკატერინე ჯერენაშვილი, 16 წლის, მოხალისე

    მოხალისეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო საქმეა, რომელსაც სწავლის პარალელურად ვახორციელებ. ამ პროექტით იმიტომ დავინტერესდი, რომ პანდემიის პირობებში ძალიან მინდოდა, სხვებს დავხმარებოდი და ჩემი დრო პროდუქტიულად გამომეყენებინა.  ასევე მსურდა, რომ ჩემი მეგობრებისთვისაც მიმეცა დამატებითი მოტივაცია და ისინიც ჩამერთო ჩემ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

    პროექტის ფარგლებში, სხვა მოხალისეებთან - ნინო სანოძესთან და ანა ბარამაშვილთან ერთად ჩავატარე  ონლაინ-ლიტერატურული საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ჩვენი ღონისძიება ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით წარიმართა. წავიკითხეთ და განვიხილეთ ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოები: ,,იგი’’. ლიტერატურული საღამოს მონაწილეები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიებაში, ბევრი ვისაუბრეთ, ერთმანეთს ჩვენი აზრები გავუზიარეთ და დავმეგობრდით კიდეც.

    ასევე, მონაწილეობა მივიღე მოხალისეობრივ პროექტში „თანატოლი თანატოლისთვის“, რომელმაც შანსი მომცა მასწავლებლის როლი მომერგო და ბავშვებს ინგლისური ენის შესწავლაში დავხმარებოდი.

    სწავლის დაწყების შემდეგ, მართალია, დიდი დრო აღარ მაქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მინდა აქტიურად გავაგრძელო მოხალისეობრივი საქმიანობა და კიდევ ბევრი სახალისო და საინტერესო პროექტების განხორციელება.