მოხალისეები

  • ხატია ავქოფაშვილი_881.jpeg

    ხატია ავქოფაშვილი, 16 წლის, მოხალისე

    მე ვცხოვრობ ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში. ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში, როგორც მოხალისე, სიამოვნებით ვარ ჩართული და აქედან ვახორციელებ ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობასაც. ვცდილობ ეს აქტივობები ისე დავგეგმო, რომ მარტივად შევუთავსო სწავლას და სკოლას.

    ჩემს რეგიონში და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვეხმარები მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, სიღარიბის ქვეშ მცხოვრებ ოჯახებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებ მათი თანხმობით და მათთან შეთანხმებით.  მიმაქვს: საკვები, სათამაშოები, ტანსაცმელი.

    უახლოეს მომავალში ვგეგმავ, რომ შევაგროვო წიგნები. მინდა, რომ განცხადებების ბანერი გავაკეთო და ვაჩუქო ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას.  

    ასევე, მინდა, რომ დავგეგმო სხვადასხვა პროექტი წიგნის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენი სკოლის მასშტაბით. ჯერჯერობით ყველა აქტივობას ინდივიდუალურად ვახორციელებ.