მოხალისეები

  • ანი ძიძარია_134.jpeg

    ანი ძიძარია, 16 წლის, მოხალისე

    მე ვცხოვრობ ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში. ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას სწორედ აქედან ვახორციელებ. ადგილობრივი მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართულობით დავგეგმე ფილმის ჩვენება, რომლის მიზანი პანდემიით გამოწვეული სტრესის დაძლევა, მონაწილეების გამხნევება და გახალისება იყო.

    ასევე დავგეგმე გარემოსდაცვითი აქტივობა და მოვაწყვე დასუფთავების აქცია. ამ ღონისძიებაშიც აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივები. საერთო ჯამში აქტივობებში 20-მდე მოზარდი იღებდა მონაწილეობას, მათივე თქმით, საინტერესო გამოცდილება მიიღეს და მომავალშიც აუცილებლად შემომიერთდებიან.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის რჩევით ჩავერთე, მიხარია, რომ დღეს მეც მათი მოხალისე ვარ და ასეთი სასარგებლო საქმეების კეთების შესაძლებლობა მომეცა. დაბა კაზრეთში ჩემს აქტივობებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც სტიმულს მაძლევს, რომ მოხალისეობრივი საქმიანობა აქტიურად გავაგრძელო მომავალშიც.