მოხალისეები

  • მარიამ ქეცბაია_761.jpeg

    მარიამ ქეცბაია, მოხალისე, 16 წლის

    ,,ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში“ პროექტში პროექტში მონაწილეობა, განსაკუთრებით, სემინარები და ვებინარები, ძალიან დამეხმარა იმაში, რომ უფრო კარგად გამეცნობიერებინა მოხალისეობის არსი, ის, თუ რამდენი ცვლილების განხორციელება შემიძლია და ისიც, რომ მოხალისის მიერ დაგეგმილი, თუნდაც მინიმალური აქტივობა, სხვისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს

    მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში, ინტენსიურად ვატარებ ინგლისური ენის გაკვეთილებს დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, მათთვის, ვისთვისაც, პანდემიის გამო გართულებულ რეჟიმში სასწავლო პროცესი, არც ისე მარტივი აღმოჩნდა.  საგაკვეთილო გეგმებს და დავალებებს, ვიძიებ მასალებს, ვამეცადინებ მათ და ვცდილობ სიტყვათა მარაგი მაქსიმალურად გავუმდიდრო მიმდინარე გაკვეთილების პროცესში. კონცენტრირებას ვახდენ ინგლისურად კითხვასა და სწორ თარგმანზე, ვცდილობ მათ ის ცოდნა მივაწოდო, რომლის მიწოდებაც ვერ მოხერხდა გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში, პანდემიის გამო ონლაინ სწავლების პერიოდში. იმედი მაქვს ჩემი შრომა შედეგს გამოიღებს.

    ამავდროულად, მონაწილეობა მივიღე საქველმოქმედო პროექტში, რომლის ფარგლებშიც მიუსაფარი ბავშვებისთვის ჩატარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა, მაგალითად, მათ, სხვა მოხალისეებთან ერთად,  შევასწავლე ხელნაკეთი სამკაულების აწყობა/დამზადება და ა.შ.

    კიდევ ერთ მოხალისესთან, ვიქტორია არაქელიანთან ერთად გავიმარჯვე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მცირე საგრანტო კონკურსში, რომლის ფარგლებშიც აქტიურად გავაგრძელებ მუშაობას და მიუსაფარი ბავშვებისთვის საინტერესო ღონისძიებებს დავგეგმავთ;