მოხალისეები

  • ნიკა გოგავა_229.jpg

    ნიკოლოზ გოგავა, მოხალისე, 16 წლის

    ,,ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში“ პროექტში ფარგლებში მე სხვადასხვა ღონისძიებას ვგეგმავ. აგვისტოს თვეში ჩავატარე ონლაინ-ტრენინგები ახალგაზრდებისთვის, თემაზე: „მითი თუ რეალობა’’. ტრენინგების მთავარი მიზანი იყო COVID -19 ვირუსთან დაკავშირებით არსებული მითების და დეზინფორმაციის შესახებ მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება; ამავდროულად, ონლაინ-რეჟიმის მიუხედავად, აქტიურად ვეხმარები სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა სასკოლო საგნის მომზადებაში;

    უახლოეს მომავალში, ჩემივე სკოლაში მინდა დავაარსო მოხალისეთა კლუბი, სადაც კლუბის წევრებს მოხალისეობის თემაზე სხვადასხვა ინფორმაციას მივაწვდი და ერთობლივად დავგეგმავთ აქტივობებს;  იმედი მაქვს, რომ კლუბს ბევრი მოსწავლე შემოუერთდება. რადგან მგონია, რომ გუნდური მუშაობა კიდევ უფრო მეტი და საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს.