მოხალისეები

  • ნანუკა ჯაყელი_471.jpeg

    ნანუკა ჯაყელი, 15 წლის, მოხალისე

    ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთიდან ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში რამდენიმე მოხალისე ვართ ჩართული. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოხალისეობის შესახებ ინფორმაცია გავავრცელოთ თანატოლებში და ადგილობრივ მოსახლეობაში.

    პირადად მე მოხალისეობრივი საქმიანობა ძალიან მომწონს და აქტიურად ვგეგმავ ამ კუთხით მუშაობას. ,,ჰელფინ ჰენდის’’ სხვა მოხალისეებთან ერთად ჩვენივე თემში ჩავატარეთ სახალისო და საგანმანათლებლო კინო ჩვენება, რომელიც ღია ცის ქვეშ, დღის მეორე ნახევარში გაიმართა. ღონისძიებას რამდენიმე ათეული მოზარდი და ახალგაზრდა, ასევე სოფლის მაცხოვრებლებიც დაესწრნენ. ასეთი ჩართულობა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ მომავალში ბევრი საინტერესო პროექტი დავგეგმოთ სოფლის მოსახლეობისთვის სასარგებლოდ და ჩვენივე განვითარების მიზნით.