მოხალისეები

  • ლიკუნა იასაღიშვილი_519.jpeg

    ლიკუნა იასაღაშვილი, 15 წლის, მოხალისე

    ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, სადაც მე ვცხოვრობ და ვსწავლობ, რამდენიმე მოხალისე გავერთიანდით და ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში ერთობლივად ვგეგმავთ აქტივობებს. მაგალითად, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით მოვაწყვეთ ფილმის ჩვენება ღია სივრცეში. ჩვენი მიზანი ახალგაზრდების გახალისება და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება იყო. ძალიან მიხარია, რომ თითქმის მთელი დაბა ჩართული იყო და ესწრებოდა ჩვენს ღონისძიებას.

    მოხალისეობრივი საქმიანობის მცირე გამოცდილება ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში მონაწილეობამდეც მქონდა. თუმცა, მინდოდა უფრო მეტი გამეგო და გამეკეთებინა ამ კუთხით და კიდევ უფრო აქტიური ვყოფილიყავი. სწორედ ამიტომ გავხდი ამ ორგანიზაციის მოხალისე და ვცდილობ, ჩემი თავისუფალი დრო ჩემთვისაც და სხვებისთვისაც სასარგებლო საქმიანობას მოვახმარო.