მოხალისეები

  • ლიზა მიქაცაძე_87.jpeg

    ლიზი მიქაცაძე, 15 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში. ვსწავლობ ამავე მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, XI კლასში. სწავლის პარალელურად, ძალიან მინდოდა ჩემი თავისუფალი დრო სასარგებლოდ გამომეყენებინა, ამიტომ, გავხდი ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე და ვცდილობ, ერთი მხრივ, დავგეგმო საინტერესო ღონისძიებები და მეორე მხრივ, ჩემი თანატოლებიც გავააქტიურო ამ კუთხით. ასევე ვცდილობ ჩემივე თემში მოხალისეობის იდეის პოპულარიზებას.

    ჩვენს დაბაში მოხალისეებმა უკვე ჩავატარეთ დასუფთავების აქცია, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობაც შემოუერთდა. ახლა ერთად ვგეგმავთ ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას, რომელსაც ექნება გასართობი და დასასვენებელი ფუნქციაც.  ამავდროულად, სკვერი  იქცევა ღია სივრცედ, სადაც მომავალში საინტერესო მოხალისეობრივ ღონისძიებებს ჩავატარებთ.