მოხალისეები

  • რუსუდან ბექაური_267.jpeg

    ლუსი ბექაური, 15 წლის, მოხალისე

    მოხალისეობრივ საქმიანობას, ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებ. რადგან პანდემიურმა პროცესებმა გარკვეულწილად შეცვალა და გაართულა სასწავლო რეჟიმი, გადავწყვიტე სკოლის მოსწავლეებს, ჩემზე უმცროსებს, ან ჩემივე თანატოლებს დავხმარებოდი საგნებში, რომლებშიც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დამატებითი მეცადინეობები.

    ჩემ მიერ დაგეგმილი და ორგანიზებული აქტივობა მათ საშუალებას აძლევს გაიხსენონ კარანტინში დავიწყებული მასალა და ასევე ისწავლონ ის, რის სწავლასაც სკოლაში ვერ ახერხებდნენ. ჩემი დაგეგმილი ონლაინ-შეხვედრები საინტერესო და სასარგებლო გამოდგა არამარტო ახალი ცოდნის მიღების, არამედ კომუნიკაციის თვალსაზრისითაც. ჩვენ ვსაუბრობთ საინტერესო თემებზე, განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს, ერთმანეთს ვუსმენთ და რჩევებითაც ვეხმარებით.  

    ამ პროცესში არაერთხელ მომისმენია ფრაზა ,,ჰო აი ეს ნასწავლი მაქვს, მაგრამ ამ პერიოდში სულ გადამავიწყდა”. ასე რომ, ვფიქრობ მიზანს სწორად მივყვები და ერთმანეთს განვითარების კარგ საშუალებას ვაძლევთ, რაც ალბათ დამეთანხმებით, მხოლოდ კარანტინის მიერ მიყენებულ სტრესზე არ აისახება და მომავალშიც გაგრძელდება.

    შეხვედრები დაგეგმილი მაქვს ორ ჯგუფად, თითო ჯგუფში 2 ბავშვია (V-VI კლასელები). რადგანაც ამ პროექტს მარტო ვანხორციელებ, ფიზიკურად ვერ ვახერხებ აქტივობებში უფრო მეტი ბავშვის ჩართვას. თითოეულ მოსწავლეს ვცდილობ ამომწურავად და ინდივიდუალურად მივაწოდო ინფორმაცია კონკრეტული საკითხის შესახებ, რაც დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს.