მოხალისეები

  • ლიზა არდაშელია_504.jpg

    ლიზა არდაშელია, 15 წლის, მოხალისე

    პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩავერთე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეობრივ პროექტში, ვესწრებოდი სემინარებსა და ვებინარებს, მივიღე მნიშვნელოვანი ცოდნა, გავიცანი ჩემი ახალი მეგობრები. ამავე პროექტის მოხალისეებთან ნინო რამიშვილთან და ქეთი უკლებასთან ერთად კი დავგეგმე და განვახორციელე პროექტი: ,,წარმატების ჯაჭვი’’.

    ჩვენი პროექტის მიზანი იყო მთელი საქართველოს მაშტაბით იმ მოსწავლეების დახმარება, რომლებმაც სრულყოფილი განათლება ვერ მიიღეს დისტანციური სწავლის პროცესში და Covid-19 პანდემიის დროს.  გაკვეთილებს ვუტარებდით  მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურში.  

    ასევე, თბილისის ერთ-ერთ უბანში, დიდ დიღომში მოვაწყვეთ კინო-ჩვენება პატარებისთვის, რომლებმაც დრო ჩვენთან ერთად სასიამოვნოდ გაატარეს.  

    ახლახან ჩავერთე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის პროექტში, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა საჭიროების ქალებს მოხალისეობრივად დავეხმარებით.

    მოხალისეობა ნიშნავს ჩემი დროის ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გამოყენებას, სხვების დახმარებას და საინტერესო გამოცდილების მიღებას - ამიტომაც ვარ მოხალისე და ამ საქმიანობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ.