მოხალისეები

  • მარიამ შამანაური_567 (1)_671.jpg

    მარიამ შამანაური, 15 წლის, მოხალისე

    როგორც მოხალისეს, მაქვს ბევრი და საინტერესო გეგმა და იმედი მაქვს, რომ მათი განხორციელების შესაძლებლობა მომეცემა. მინდა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმე ვაკეთო, რაც მე ძალიან მომწონს და მსიამოვნებს.

    ჩართული ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში. დაგეგმილი მაქვს სხვადასხვა მოხალისეობრივი აქტივობა, მათ შორის, საგანმანათლებლო ღონისძიებები. მინდა, რომ სკოლის მოსწავლეები მოვამზადო მათემატიკაში, ჩავუტარო ონლაინ-გაკვეთილები და დავეხმარო მათ სასკოლო პროგრამის დაძლევაში.

    ასევე, შევუერთდი მოხალისეთა ჯგუფს და ერთად ვგეგმავთ, რომ დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ ოჯახებს. გვინდა, რომ შევაგროვოთ მათთვის თანხები და სხვადასხვა ნივთები, რათა პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმებული სოციალური მდგომარეობა, მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ.

    სურვილი მაქვს, რომ მოხალისეობრივი საქმიანობა მომავალშიც აქტიურად გავაგრძელო და იმედია, ასეც იქნება.