მოხალისეები

  • ლიზი აბაიშვილი_218.jpg

    ლიზი აბაიშვილი, 15 წლის, მოხალისე

    მე ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე. ჩემს მეგობრებთან და ამავე ორგანიზაციის სხვა მოხალისეებთან ერთად ორგანიზებას ვუწევ საქველმოქმედო და მოხალისეობრივ პროექტს: ,,ერთად სიკეთისთვის’’. პროექტის მიზანია შეჭირვებული ოჯახების, ასევე ოჯახებს მიღმა დარჩენილი მარტოხელა მოხუცების დახმარება, რომელთაც ჩვენი და ზოგადად, საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

    როგორც აღვნიშნე, პროექტში, ჩემ გარდა, ჩართულები არიან მოხალისეები: მარიამ გიორგობიანი, ლიზი იობიძე, ვიქტორია არაქელიანი და ნათია კოტორაშვილი. ძალიან მიხარია და მსიამოვნებს მათთან ერთად მუშაობა.

    პროექტის განსახორციელებლად და მხარდამჭერების მოსაპოვებლად სხვადასხვა რესურსებს გამოვიყენებთ, მათ შორის: ინტერნეტ-სივრცეს და პოპულარულ ონლაინ-პლატფორმებს. გვინდა, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის შევაგროვოთ პროდუქტები, პირველადი აუცილებლობის და საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე, ტანსაცმელი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში: თბილი სამოსი და ფეხსაცმელები და ა. შ.

    მე მჯერა, რომ მოხალისეები მნიშვნელოვანი ძალა ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პატარა გუნდი ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებს.