მოხალისეები

  • ნია ნანეტაშვილი_70.jpg

    ნია ნანეტაშვილი, 15 წლის, მოხალისე

    მე ვცხოვრობ შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში.  როგორც მოხალისე, ჩართული ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ძალიან საინტერესო და ახალგაზრდულ პროექტში და აქედან ვახორციელებ ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას.

    ჩემივე სკოლაში ჩავატარე ტრენინგი გარემოს დაცვის საკითხებზე, მოვამზადე მასალები აღნიშნულ თემაზე, ყველა ძირითადი საკითხი, რაც სხვადასხვა ლიტერატურიდან წავიკითხე, ერთი ტრენინგის ფარგლებში გავაერთიანე და ჩემს მეგობრებსა და თანატოლებს გავუზიარე. ტრენინგმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მიხარია, რომ მოზარდებისთვის ეს თემა აქტუალური აღმოჩნდა.

    მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში მომავალში ვგეგმავ, რომ საქველმოქმედო ღონისძიებებიც განვახორციელო. მაგალითად, შევაგროვო საჭირო თანხები თუ პროდუქტები და დავეხმარო შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

    ასევე მინდა, რომ მუშაობა საგანმანათლებლო კუთხითაც გავაგრძელო და კიდევ ჩავატარო ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, ხოლო იმ მოსწავლეებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში სწავლა გაუჭირდათ, ჩავუტარო დამატებითი მეცადინეობები სხვადასხვა საგანში. როგორც მოხალისეს, ბევრი გეგმა და იდეა მაქვს, რომელთაც უახლოეს მომავალში აუცილებლად განვახორციელებ.