მოხალისეები

  • ნანუკა მესტვირიშვილი_n_407.jpg

    ნანუკა მესტვირიშვილი, 15 წლის, მოხალისე

    ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისე და  ვახორციელებ მოხალისეობრივ პროექტს: ,,გაავრცელე სითბო’’.  პროექტის დევიზია: ,,სითბოს გაცემით ჯერ არავინ გაღარიბებულა“. დაგეგმილი მაქვს სხვადასხვა აქტივობა. უკვე ჩავატარე ერთგვარი აქცია, რომლის ფარგლებშიც შემოდგომის ცივ დღეებში ცხელი ჩაითა და ყავით გავუმასპინძლდი მეეზოვეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი გარემოს სისუფთავესა და სილამაზეზე ზრუნავენ, ასევე,  ბაღის აღმზრდელებს, რომლებიც მთელ ენერგიას დებენ თავიანთ სამსახურში და უდიდესი წვლილი შეაქვთ ბავშვების ჩამოყალიბებაში. 

    გაუკვირდათ და ამავდროულად გაუხარდათ, რომ ასეთი პროექტი არსებობს. მეც, რა თქმა უნდა, მეტი სტიმული მომეცა, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად, სხვა ღონისძიებებიც განვახორციელო, მათ შორის: შევაგროვო სამოსი და საჭირო ნივთები სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოხუცებისთვის, არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების მასშტაბითაც.

    მინდა, რომ ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობით, თუნდაც მცირედით მაინც შევძლო ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანები გულგრილები და უსამართლოები არიან ერთმანეთის მიმართ, რაც არ მომწონს და მინდა, რომ საინტერესო პროექტებით სითბო და სხვების მიმართ ჩემი სიყვარული გავაზიარო.