მოხალისეები

  • ნელი ძულიაშვილი_754.jpg

    ნელი ძულიაშვილი, 15 წლის, მოხალისე

    მე ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე, ჩემს აქტივობებს კახეთის რეგიონში, კონკრეტულად კი: გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვახორციელებ.

    როგორც მოხალისე, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში ვიყავი ჩართული, მათ შორის იყო:

    ,,90-იანების ფესტივალი’’ - ეს ღონისძიება 2020 წლის 31 აგვისტოს გაიმართა, ჩვენ შევძელით, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მოგვეწყო სახალისო და გასართობი საღამო, რამაც პოსტ-პანდემიურ პირობებში ახალგაზრდებში არსებული სტრესის შემცირებას შეუწყო ხელი.

    ასევე, მოვაწყვეთ ლაშრობა ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მონაწილეების ფიზიკურად გააქტიურება იყო. სამი ასეთი ლაშქრობა გაიმართა და მე უშუალოდ ვიყავი ღონისძიების დაგეგმვაში ჩართული. მიხარია ის, რომ ლაშრობების შემდეგ მონაწილეები დაღლილები, თუმცა ძალიან კმაყოფილები ბრუნდებოდნენ სახლებში.

    ჩავერთე საქველმოქმედო აქციაშიც: სიმსივნით დაავადებული პატარასთვის ვაგროვებდით ფინანსურ რესურსებს, რა თქმა უნდა, შეგროვებული თანხა სრულად გადაეცა მის ოჯახს.

    ასევე ჩავატარე გამოკითხვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით. მინდა, რომ მომავალშიც ასევე აქტიურად გავაგრძელო მოხალისეობრივი საქმიანობა და ჩავერთო საინტერესო ღონისძიებებში.