მოხალისეები

  • ნინო ხუბულოვი_878.jpg

    ნინო ხუბულოვი, 15 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაზალეთში. ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალგაზრდული პროექტის მოხალისე და სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას ამ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ მასშტაბურ ახალგაზრდულ პროექტში, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

    ჯერჯერობით მხოლოდ ორი მოხალისეობრივი აქტივობა განვახორციელე: კორპუსის შაბათობა და გაკვეთილები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.

    შაბათობა რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდებოდა, მეხმარებოდნენ სხვა მოხალისეებიც, ჩვენივე კორპუსის დაახლოებით 5 ბავშვი, ჩემი თანატოლები და ჩემზე პატარებიც. 

    რაც შეეხება საგანმანათლებლო აქტივობას, ვეხმარები დაწყებითი კლასის მოსწავლეებს და ვატარებთ გაკვეთილებს ორ სასკოლო საგანში: მათემატიკასა და ინგლისურში.

    მომავალში ვგეგმავ, რომ ადგილობრივებისთვის მოვაწყო საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება: ჩავატარო ლექციების ციკლი 3 საინტერესო თემაზე, მათ შორის ერთი თემა უსათუოდ იქნება მოხალისეობა.

    მოხალისეობრივი საქმიანობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. მოხალისეობა მეხმარება დროის პროდუქტიულად დაგეგმვასა და განაწილებაში.