მოხალისეები

  • ლევან მაჩიტიძე_897.jpg

    ლევან მაჩიტიძე, 15 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ თბილისში და ვსწავლობ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში. ვარ ოქროს მედალოსნობის კანდიდატი.

    მოხალისეობრივი საქმიანობა პირველად 2019 წელს დავიწყე, თუმცა აქტიურად ჩავერთე 2020 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც „helping hand” - ის გუნდს შემოვუერთდი.

    ძალიან მიხარია, რომ საქართველოში არსებობს ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებს მოხალისეობრივი საქმიანობის დაუბრკოლებლად შესრულების შესაძლებლობას გვაძლევს.

    როგორც მოხალისე, ჩემივე სკოლაში, ჩემს მეგობრებთან და თანატოლებთან, ასევე, შედარებით უმცროსკლასელებთანაც ვატარებ ტრენინგებს COVID-19-ის შესახებ, ვცდილობ ვირუსის გავრცელებისა თუ პრევენციის შესახებ ჩემ მიერ მოძიებული ინფორმაცია სხვებსაც გავუზიარო.  აგრეთვე ვამზადებ მოსწავლეებს ჩემთვის საყვარელ და კარგად ნაცნობ სასკოლო საგანში: მათემატიკაში. ხშირად ვიღებ მონაწილეობას გარემოს დასუფთავების ღონისძიებებშიც. მაგალითად, გასული წლის გაზაფხულზე ჩვენი სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო, ყველამ ერთად დავრგეთ ნერგები აღნიშნულ ტერიტორიაზე. ამ აქტივობის ერთ-ერთი ინიციატორი მოსწავლე მეც ვიყავი.