მოხალისეები

  • ლაურა მაკარაძე_168.jpg

    ლაურა მაკარაძე, 15 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთაში. როგორც მოხალისე, ჩართული ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტში და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, აქტიურად დავგეგმო აქტივობები. ძალიან მიხარია, რომ მეც  ,,Helping-Hend’’ - ელი მქვია!

    ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში, მოხალისეობრივი საქმიანობას ვახორციელებ ჩემივე მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს ვეხმარები სხვადასხვა დავალების შესრულებაში, სასკოლო პროგრამის მომზადებაში. ხოლო ასაკით პატარა ბავშვები, ბაღის აღსაზრდელები, ვცდილობ შემეცნებითი, სახალისო და ფერადი თამაშებით გავამხიარულო და დავეხმარო განვითარებაში. 

    ჩემივე სოფელში, ერთი მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისს, თავისი გადატვირთული გრაფიკის შესამსუბუქებლად, მოხალისეობრივად დავეხმარე სახლისა და ეზოს ტერიტორიის დასუფთავებაში.  

    დავეხმარე სკოლის პედაგოგებსაც, რომლებსაც  დისტანციური სწავლების პერიოდში, უჭირთ ონლაინ-პლატფორმებში მუშაობა. მათ ვასწავლე Teams-ის გამოყენება, რაც ძალიან გამოადგებათ საგაკვეთილო პროცესში. 

    მომავალში ვგეგმავ, რომ ჩავატარო პროექტი: ,,კითხვის საათი’’, რომლიც ფარგლებშიც, ღია სივრცეში გაიმართება ვებინარები საინტერესო თემებზე (მაგალითად, ასეთი სახელწოდებებით: ,,გზა ბლოგერობამდე” და ,,წარმატების გასაღები”).