მოხალისეები

  • თათა აბრამიშვილი_2.jpg

    თათა აბრამიშვილი, 15 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ თბილისში და ჩემი მშობლიური ქალაქიდან ვარ ჩართული მოხალისეობრივ აქტივობებში. ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ,,ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19 საპასუხოდ საქართველოში’’ მონაწილე. ვაპირებ, რომ ვიყო მოხალისე ფოტოგრაფი და დავეხმარო სხვა მოხალისეებს მათი საქმიანობის წარმოჩენაში. გადავიღო თავად მოხალისეები, მათი პროექტები და სხვა საინტერესო ვიზუალური მასალა, რომელიც მოხალისეობრივ საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული.

    ასევე ვგეგმავ, რომ მონაწილეობა მივიღო  საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში. მეხერხება სხვადასხვა სამკაულის დამზადება. მინდა, რომ სპეციალურად საქველმოქმედო მიზნით დავამზადო ასეთი ხელნაკეთი აქსესუარები, რომლებიც გაიყიდება და მიღებული თანხა მოხმარდებათ იმ ადამიანებს, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.

    ასევე, სურვილი მაქვს დამატებით ონლაინ-გაკვეთილები ჩავუტარო მოსწავლეებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში პრობლემები შეექმნათ სრულფასოვანი განათლების მიღების კუთხით. იმედი მაქვს, ყველა დაგეგმილ აქტივობას წარმატებით განვახორციელებ.