მოხალისეები

  • ვიკა კავლელაშვილი_575.jpg

    ვიკა კავლელიშვილი, 15 წლის, მოხალისე

    მე ვცხოვრობ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში. როგორც მოხალისე, ვცდილობ აქტიურად ვიყო ჩართული ,,ჰელფინგ ჰენდის’’ აქტივობებში, დავესწარი საინტერესო ტრენინგებს მოხალისეობის შესახებ, ასევე ვერთვები ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ვებინარებში, რომელიც უცხოელი ექპერტების მონაწილეობით ტარდება. ამავდროულად, თავადაც ვგეგმავ სხვადასხვა ღონისძიებას:

    ასე მაგალითად, ჩემი მეგობრების დახმარებით ჩვენივე დაბაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის შევაგროვეთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ამ ნივთებით დაახლოებით 5 ოჯახს დავეხმარეთ. თუმცა, საქველმოქმედო აქტივობების განხორციელებას მომავალშიც ვაპირებ.

    მოხალისეობა ჩემთვის საყვარელი საქმეა, ეს ყველაფერი მომწონს, რადგან საშუალებას მაძლევს, რომ მივიღო უფრო მეტი გამოცდილება, მათ შორის ღონისძიებების ორგანიზების კუთხითაც, რაც ძალიან საინტერესოა.