მოხალისეები

  • ნინო მაზიაშვილიn_842.jpg

    ნინო მაზიაშვილი, 15 წლის, მოხალისე

    2019 წლიდან ვარ მოხალისე და სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჩემივე სკოლის ,,ეკოკლუბის’’ ლიდერი. მოხალისეობრივ საქმიანობას თავდაპირველად სწორედ ამ კუთხით, ანუ გარემოსდაცვით სფეროში ვახორციელებდი. ასევე, ვთანამშრომლობდი სხვა სკოლებთან და ვატარებდი საინფორმაციო შეხვედრებს ამავე სკოლების მოსწავლეებთან - ჩვენი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის შესახებ მეგობრისაგან გავიგე, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ჩავერთე და მიხარია, რომ ამ ორგანიზაციის მოხალისე ვარ.

    ჩემს მეგობართან, ასევე მოხალისე - მარიამ შეროზიასთან ერთად დავგეგმე კონკურსი და ახალგაზრდული პროექტი: ,,ჩემი კარანტინის აღმოჩენა’’, რომლის მონაწილეებმაც ფართო საზოგადოებას საინტერესო და კრეატიული ნამუშევრები წარუდგინეს. ნამუშევრები ასახავდა კარანტინის პერიოდში აღმოჩენილ ახალ უნარებს, შემოქმედებით ნიჭსა თუ ინტერესებს;

    ასევე, ჩართული ვარ, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეთა მიერ დაგეგმილ პროექტში ,,თანატოლი თანატოლისთვის’’, სადაც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს ვასწავლი მათემატიკას. მომავალში მინდა, რომ განათლების მიმართულებით ვიმუშაო. შესაბამისად, ვიცი, რომ ჩემი მოხალისეობრივი აქტივობები, მათ შორის სწავლება და ბავშვებთან ურთიერთობა, ძალიან დამეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.