მოხალისეები

  • თაკო წურწუმია_n_157.jpg

    თაკო წურწუმია, 15 წლის მოხალისე

    მე ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე და ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას ძირითადად, თბილისის მასშტაბით ვახორციელებ.

    ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბე გუნდი სახელად ,,ATTIVO’’, რაც იტალიური ენაზე ნიშნავს ,,აქტიურს’’. გუნდის წევრებსაც საკმაოდ აქტიური ცხოვრება გვაქვს. ჩართულები ვართ სხვადასხვა პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და თანატოლებთან ერთად დავგეგმოთ საინტერესო ღონისძიებები.

    გუნდის დაარსებიდან დღემდე შევქმენით დახურული ჯგუფი სოციალურ ქსელში, სადაც გაწევრიანებულია ჩვენი ასაკის ბევრი ახალგაზრდა. ჩავატარეთ ტრენინგები შემდეგ თემებზე: „ლიდერობა“, „საჯარო გამოსვლები და ეფექტური კომუნიკაცია’’. მოვიწვიეთ „მარტვილის ახალგაზრდული იდეის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ჩვენივე თანატოლი სოფო ხარებავა, რომელმაც ასევე ტრენინგი ჩაატარა თემაზე - თუ როგორ მოვამზადოთ და დავწეროთ საპროექტო განაცხადი. ასევე, გამოვუშვით საგანმანათლებლო კროსვორდების სერია, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მუშაობს ახალგაზრდებში. ჩართულები ვართ მოხალისეობრივ პროექტში: „თოჯინები იცინიან“. ამჟამად ვეძებთ მხარდაჭერებს, რათა სულ მცირედით მაინც შევძლოთ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების გახარება.

    ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ვცდილობთ ნებისმიერი სახის ღონისძიება განვახორციელოთ ონლაინ, რათა ჩვენი კომუნიკაცია იყოს უსაფრთხო დაა პროექტებში ჩართვა შეეძლოს ნებისმიერ ახალგაზრდას, მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა.

    სამომავლოდ ვგეგმავთ საინტერესო შემეცნებითი ღონისძიებების, ტრენინგებისა და კონკურსების ორგანიზებას.