მოხალისეები

  • ბაია ზარანდია_710.jpg

    ბაია ზარანდია, 15 წლის, მოხალისე

    მოხალისეობრივი საქმიანობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ჩავერთე "ჰელფინგ ჰენდის" პროექტში. ვფიქრობ, რომ ამ პროექტში მონაწილეობით დიდ გამოცდილებას მივიღებ. ჩემს თავისუფალ დროს ვუთმობ საგანმანათლებლო აქტივობას, რამდენიმე სკოლის მოსწავლეს ყოველდღიურ რეჟიმში ვეხმარები სხვადასხვა საგანში დავალებების შესრულებაში, ვცდილობთ ერთად მოვამზადოთ თეორიული თუ პრაქტიკული მასალა, შეძლებისდაგვარად, ვუზიარებ ჩემს ცოდნას.

    მომავალში მინდა, რომ კიდევ უფრო მეტი და მრავალფეროვანი მოხალისეობრივი აქტივობების დავგეგმო და სწავლის პარალელურად, განვახორციელო სასარგებლო და საინტერესო პროექტები.